აგრო-კონსულტანტი- რეგიონები
აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას აგრო-კონსულტანტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქალაქი სენაკი, ქალაქი მარნეული, ქალაქი თბილისი
სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით
მოვალეობები:
- კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
- გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- გამოცდილება სოფლის მეურნეობაში;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
- რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
- კარგი მეტყველების უნარი.
შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.