აღმზრდელის თანაშემწე — სკოლა სადუნი

სკოლა სადუნი — ლოგო
სკოლა სადუნი

აღმზრდელის თანაშემწე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სკოლა "სადუნი" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, დავით ბაქრაძის ქ. №15

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვინ ვართ ჩვენ:

სკოლა "სადუნის" მიზანია, შევქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული და ემოციურად მხარდამჭერი გარემო ბავშვებისთვის. თუ ხარ მოტივირებული, მზრუნველი და ბავშვებზე ცენტრირებული - გელოდებით ჩვენს გუნდში.

კვალიფიკაცია:

  • ჰქონდეს არანაკლებ პროფესიული განათლება;
  • ფლობდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მე-5 საფეხურის პროფესიულ კვალიფიკაციას/უმაღლეს პროფესიულ კვალიფიკაციას სკოლამდელ აღზრდაში;
  • ფლობდეს პროფესიულ კვალიფიკაციას აღმზრდელის, სკოლამდელი აღზრდის ან პედაგოგიკის მიმართულებით, ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ცოდნა;
  • ბავშვთა ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • პროექტის შემუშავების და განხორციელების უნარი;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • ოჯახთან და თემთან თანამშრომლობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა (Word, Power Point) და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

ფუნქციები:

  • პასუხს აგებს თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე.
  • იცავს ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან, ჰიგიენასა და კვებასთან დაკავშირებულ სტანდარტებსა და რეგულაციებს.
  • აკვირდება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების წესებიდან გამომდინარე, მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, ასევე პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ბავშვისათვის დახმარების გაწევა.
  • დილის, სკოლის ფოიეში ხვდება აღსაზრდელებს და საღამოს აცილებს მათ.
  • ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურების გათვალისწინებით აღმზრდელთან ერთად წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
  • სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა განხორციელების პროცესში თითოეული ბავშვის ჰოლისტური და მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯგუფში მომუშავე აღმზრდელთან და/ან სხვა საგანმანათლებლო პერსონალთან.
  • აღმზრდელთან ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს წარმართავს დამტკიცებული კურიკულუმის შესაბამისად.
  • აღმზრდელთა ერთად სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას იყენებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო სტრატეგიებს.
  • აღმზრდელთა ერთად საგანმანათლებლო გარემოს მოწყობის დროს იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს;
  • თითოეული ბავშვის საჭიროებიდან, შესაძლებლობიდან, განვითარების დონიდან გამომდინარე აღმზრდელთა ერთად ქმნის/ადაპტირებას უკეთებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.
  • მონაწილეობას იღებს მულტიდისციპლინური გუნდის (ასეთის არსებობის შესახებ) მუშაობაში.
  • აღმზრდელთა ერთად საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის ქმნის ინდივიდუალური განათლებისა და განვითარების გეგმას.
  • აღმზრდელთა ერთად უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის აქტიურ ჩართვას სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ: აღმზრდელთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
  • აღმზრდელთან შეთანხმებით სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის ყოველდღიურ განრიგში ითვალისწინებს, როგორც შენობაში, ისე ეზოში განსახორციელებელ ფიზიკურ საქმიანობებს.
  • აღმზრდელთან შეთანხმებით თითოეული ბავშვის ოჯახთან და თემთან რეგულარული თანამშრომლობისას მიმართავს ეფექტური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებსა და სტრატეგიებს.
  • იყენებს თემში არსებულ რესურსებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას.
  • ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის აღმზრდელს, პასუხს აგებს სასწავლო ნივთების, ხელსაწყოებსა და ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე;
  • უზრუნველყოფს სისუფთავეს თავის ჯგუფში და მონაწილეობას ღებულობს პერსონალთან ერთად შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის გენერალურ დასუფთავებაში.
  • ეხმარება ბავშვების სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვაში.
  • კვების პროცესში აორგანიზებს მაგიდების გაწყობას და ალაგებას.
  • აორგანიზებს ჯგუფის ოთახების წმენდასა და წესრიგის შენარჩუნებას.
  • დღის განმავლობაში ზრუნავს ბავშვების უსაფრთხოებაზე.
  • ეხმარება აღმზრდელს რესურსების ორგანიზებაში.
  • ეხმარება აღმზრდელს აღსაზრდელთა ეზოში და კურიკულუმით განსაზღვრულ სხვადასხვა ადგილას გაყვანაში.
  • წელიწადში ორჯერ დაესწროს ბაღის ადმინისტრაციის მიერ დაორგანიზებულ პროფესიული განვითარების ტრენინგებს.

სამუშაო დატვირთვა:

კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი.