აღმზრდელი- ბათუმი — საბავშვო ბაღი სადგური მწვანე

საბავშვო ბაღი სადგური მწვანე

აღმზრდელი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კერძო საბავშვო ბაღი "სადგური მწვანე" ეძებს ენერგიულ და მოსიყვარულე აღმზრდელს.

ჩვენთან გელით პოზიტიური გარემო და მეგობრული გუნდი!

მდებარეობა: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი/სრული განაკვეთი

ანაზღაურება: 500/1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • ასაკობრივი განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  • ჯგუფში უსაფრთხო, თბილი და მზრუნველი გარემოს შექმნა;
  • ბავშვების სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მხარდაჭერა;
  • მშობლებთან პოზიტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია სკოლამდელი განათლების, ფსიქოლოგიის ან პედაგოგიკის მიმართულებით);
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თბილი და ემპათიური მიდგომა;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული (66 საათიანი) - სასურველია.

შენიშვნა: შერჩეული კანდიდატები მუშაობას დაიწყებენ 2027 წლის იანვრიდან. გასაუბრებები და შერჩევის ეტაპი განხორციელდება წინასწარ.