აღმზრდელი — საბავშვო ბაღი მწვანე ალუბალი

საბავშვო ბაღი მწვანე ალუბალი

აღმზრდელი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მწვანე ალუბალი" - ადრეული განათლების ცენტრი, აცხადებს აღმზრდელების შერჩევას.

ვაცხადებთ ახალი ნაკადის მიღებას - ეს არის შერჩევითი პროცესი მათთვის, ვინც დაინტერესებულია პროფესიული განვითარებით ადრეული განათლების სფეროში და სურს გახდეს ძლიერი, მოთხოვნადი სპეციალისტი.

(ადგილების რაოდენობა შეზღუდულია)

საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (net)

სამუშაო გრაფიკი: 8 სთ/კვირაში 5 დღე

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაოს მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში
  • მუდმივ ტრენინგებსა და სისტემურ პროფესიულ განვითარებას
  • გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვა და იდეები რეალურად განახორციელო
  • შესაძლებლობას, გახდე ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი სფეროში, რომელიც საქართველოში დღეს ვითარდება
  • პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე მიდგომებში (მათ შორის Reggio Emilia)

შერჩევის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც:

  • აქვთ განათლება ფსიქოლოგიაში (არასავალდებულო)
  • ნამდვილად უყვართ ბავშვებთან ყოფნა და თამაში
  • მზად არიან განვითარებისთვის და აქტიური სწავლისთვის
  • გამოირჩევიან პასუხისმგებლობით და ორგანიზებულობით
  • ხედავენ ამ სფეროში საკუთარ მომავალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში
  • გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი დამოკიდებულებაა.

მისამართი: ვაკე/საბურთალო, თბილისი.

ვებგვერდი: https://www.alubali.org/