აღმასრულებელი მენეჯერი
კომპანია "SMOTORS" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება.
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება.
- კორპორატიული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
- ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა.
- პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია.
- სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა.
- ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში).
- ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა.
- ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
- დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.