აღმასრულებელი დირექტორი- ქუთაისი — საკონდიტრო რაფაელო

საკონდიტრო რაფაელო

აღმასრულებელი დირექტორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

რაფაელო - საკონდიტრო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. დღეს კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას.

კომპანიის მართვისა და განვითარების ახალი ეტაპისთვის, "რაფაელო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია;
  • კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
  • საწარმოო, სავაჭრო და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად მართვა;
  • დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
  • მენეჯერული გუნდის მართვა, განვითარება და შედეგების კონტროლი;
  • ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა;
  • გაყიდვების, შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსური შედეგების კონტროლში მონაწილეობა;
  • პროდუქციის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • მარაგების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების კონტროლი;
  • ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ზედამხედველობა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
  • ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
  • კომპანიის წარმომადგენლობა პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
  • აღმასრულებელ/გენერალურ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება საკონდიტრო, კვების, HoReCa, საცალო ვაჭრობის ან წარმოების სფეროში;
  • დიდი გუნდის მართვის გამოცდილება;
  • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები; ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ დასაქმებას განვითარებად კომპანიაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაბამის უფლებამოსილებას;
  • პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი