ადრეული განვითარების სპეციალისტი
ა (ა)იპ "განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანსია განკუთვნილია მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი პირებისთვის, რომელთაც სურთ იმუშაონ ბავშვთა განვითარებისა და განათლების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა, შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა;
- მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობა;
- პროფესიული ეთიკისა და პროგრამის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
- აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და გაცემულია "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითებისთვის". ან ჰქონდეს მზადყოფნა გაიაროს აღნიშნული ტრენინგი (თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 3 თვეს) ტრენინგისა და პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება ადრეული განვითარების სპეციალისტად.
- უმაღლესი განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საქმიანობის ორგანიზება, დროის მენეჯმენტი;
- შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია.
პირობები და შესაძლებლობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
- ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ა (ა)იპ "განვითარების ცენტრი"-ის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. თუ გსურთ, ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.