ადმინისტრაციული მენეჯერი — Monde Group

Monde Group

ადმინისტრაციული მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ენერგიულ ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომელიც გახდება კომპანიის საოპერაციო საქმიანობის და შიდა პროცესების ეფექტურად მართვის გარანტი.

მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მართვა
  • კომპანიის მიმდინარე დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
  • მენეჯმენტის სამუშაო დღის წესრიგის მხარდაჭერა, კალენდრისა და საოფისე კომუნიკაციის ეფექტური კოორდინაცია
  • გუნდის სამუშაო ციკლის ადმინისტრირება - სამუშაო დროის, დასვენების პერიოდებისა და მასთან დაკავშირებული შიდა საორგანიზაციო საკითხების კოორდინაცია
  • ახალი თანამშრომლების მიღების პროცესის მართვა და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა
  • სატელეფონო ზარების მიღება
  • სტუმრების დახვედრა, მიღება-გაცილება

მოთხოვნები:

  • გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები - საოფისე პროგრამების და თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე აუცილებელია

უნარ-ჩვევები:

  • მულტიტასკინგის (რამდენიმე საქმის ერთდროულად მართვის) უნარი
  • კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაცია და გადაწყვეტილების მიღება
  • მაღალი ეთიკა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
  • პოზიტიური განწყობა და გუნდურობა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა

მისამართი: თბილისი, საბურთალო, სპორტის სასახლესთან, პავლე ასლანიდის 12

სამუშაო საათები: 11:00 -19:00 საათი, ორშაბათი-პარასკევი

ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ