ადმინისტრაციული მენეჯერი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ECOVIS Georgia ადმინისტრაციის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:- ახალი თანამშრომლის მიღების პროცესის გამართულად უზრუნველყოფა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება; კომპანიის ბუღალტრისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
- ადმინისტრაციული ასისტენტისთვის სხვადასხვა ტიპის დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი;
- საჭიროების მიხედვით სხვადასხვა რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და შესაბამისი პირებისთვის;
- მომსახურების ხელშეკრულების მომზადება და მისი შესრულების მონიტორინგი;
- კომპანიების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაციის შემოწმება და შესაბამის პირთან გადაგზავნა;
- შეხვედრების, თათბირებისა და ტრენინგების, მივლინებების ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის მართვა, ადმინისტრირება;
- სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და კონტროლი;
- შესყიდვების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
- კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების მართვა.
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტულია ექსელი);
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ორგანიზებულობა.
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
- სამუშაო საათები: 09:00-18:00
- გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქ. #5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს;
- სამედიცინო დაზღვევას.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://www.ecovis.ge
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
Ecovis Georgia კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.