ადმინისტრატორი - სტეფანწმინდა — სასტუმრო 1740

samushao.ge
სასტუმრო 1740 — ლოგო
სასტუმრო 1740

ადმინისტრატორი - სტეფანწმინდა

₾1500 ახალი ყაზბეგი · ადგილზე სრული განაკვეთი

"1740 სასტუმრო ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ყაზბეგი, სტეფანწმინდა

ანაზღაურება: 1500 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმალური გამოცდილება

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრებისთვის დახმარების გაწევა და კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად;
  • სტუმრებისთვის ეფექტური მიღება-განთავსება-გაწერის პროცედურის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ცოდნის დემონსტრირება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
  • სტუმრებთან პირდაპირი, ტელეფონით და მეილის საშუალებით კომუნიკაცია;
  • გაუთვალისწინებელ პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაჭრის გზების მოძიება;
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება

დამატებითი სარგებელი:

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • კვება.