ადმინისტრატორი — ibis Styles Old Tbilisi

ibis Styles Old Tbilisi — ლოგო
ibis Styles Old Tbilisi

ადმინისტრატორი

₾1000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ibis Styles Old Tbilisi“ Accor-ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას, სტანდარტულად, მცოცავი გრაფიკის მქონე ადმინისტრატორზე.

მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება
  • ჯავშნების მართვა (ტელეფონით, ონლაინ, ადგილზე)
  • სტუმრების ინფორმირება მომსახურებებსა და წესებზე
  • გადახდებისა და ანგარიშსწორების კონტროლი
  • საჩივრებისა და მოთხოვნების სწრაფი მოგვარება
  • თანამშრომლებთან კოორდინაცია (დალაგება, მომსახურება და სხვ.)
  • წესრიგისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი

მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
  • მცოცავი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა, მათ შორის ღამის ცვლებში

უპირატესობები:

  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის მართვა
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი