ადმინისტრატორ-მენეჯერი — დენტა-კლასი

დენტა-კლასი

ადმინისტრატორ-მენეჯერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტომატოლოგიური კლინიკა "დენტა-კლასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 8:00-17:00 ; შაბათი 10:00-15:00 (დასვენების დღეები ოთხშაბათი და კვირა)

ძირითადი მოთხოვნებია:

  • სასურველია ამ სფეროში გამოცდილების ქონა
  • ინგლისურის და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა)
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი და ყურადღებიანი დამოკიდებულება
  • კომუნიკაციის უნარი (თანამშრომლებთან და პაციენტებთან)

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

  • კლინიკაში არსებულ პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია და ანკეტების მართვა
  • სალარო აპარატთან მუშაობა და პაციენტების მიერ გადახდილი თანხების კონტროლი
  • კლინიკის დოკუმენტაციის მოწესრიგება
  • კლინიკაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე და წერილებზე პასუხი
  • რენტგენოლოგიური კვლევების მეილზე გადაგზავნა საჭიროების შემთხვევაში
  • სახარჯი მასალების მარაგის კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკვეთა

ანაზღაურება: 1500 ლარი

კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგილზე შეგასწავლით სხვა დეტალებს. ჩვენის მხრიდან დაგხვდებათ მეგობრული და ჯანსაღი გარემო.