სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის სამედიცინო აპარატურის ინსტალაცია, მონტაჟი და გამართვა;
** აპარატურის გეგმური ტექნიკური მომსახურება (Maintenance) და პრევენციული შემოწმება;
** ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და შეკეთება (როგორც ადგილზე, ისე სერვისცენტრში);
** კლინიკების პერსონალისთვის აპარატურის სწორი ექსპლუატაციის წესების გაცნობა და კონსულტაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით;
** გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად (განიხილებიან დამწყები სპეციალისტებიც, რომელთაც აქვთ სწრაფი ათვისებისა და განვითარების მაღალი მოტივაცია);
** ენების ცოდნა: ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია). მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პიროვნული თვისებები: ახალგაზრდა, ენერგიული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.
სამუშაო პირობები და შეთავაზება:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ (შაბათ-კვირა: დასვენება);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო ინსტრუმენტები: კლინიკებში ვიზიტებისას კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილითა და სრული ტექნიკური აღჭურვილობით;
** სწავლება და სტაჟირება:
1-კვირიანი გაცნობითი/შერჩევითი ეტაპი;
2-თვიანი სასწავლო სტაჟირების პერიოდი (ანაზღაურებადი: 500 ლარი/თვეში);
** ანაზღაურება სტაჟირების შემდეგ: სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საწყისი ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები;
** ცოდნის გაღრმავების, საქმის ათვისებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად - ხელფასის სწრაფი ზრდის პერსპექტივა.
განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: სამედიცინო აპარატურის ინჟინერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2026 წელი.