ზეინკალ-სანტექნიკოსი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფოლიოდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ზეინკალ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- ახორციელებს გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრე სისტემების, სანიტარულ-ტექნოლოგიური და სავენტილაციო მოწყობილობების, სარქვლებისა და მილსადენების ოპერატიულ კონტროლს, მოვლა-შეკეთებას და სარემონტო მომსახურებას
- ახორციელებს საწვავის შესანახი ავზების სეზონურ წმენდას.
- აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სისტემების შეკეთებაში, ინსტალაციაში, რეგულირებასა და ტესტირებაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
- მონაწილეობს შედუღებისა და აირშედუღების სამუშაოებში, საწარმოო და არასაწარმოო დანადგარების შეკეთებაში.
- ადგენს სარემონტო სამუშაოების პროგნოზებს და საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და ხელსაწყოებს. მონაწილეობს ღონისძიებების შემუშავებაში სანდოობის, ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შენარჩუნების მიზნით.
- აცნობებს მენეჯერს მოწყობილობებისა და ქსელების მუშაობაში გამოვლენილი ყველა გაუმართაობის, ავარიებისა და შენიშვნების შესახებ.
კანდიდატის პროფილი:
- პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
- 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
- სანტექნიკური მოწყობილობების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემების საბაზისო ცოდნა
- სტელაჟური კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟის გამოცდილება, ტვირთამწე მექანიზმების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
- შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიული ნორმების ცოდნა
- პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება
რას გთავაზობთ?
- ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
- ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
- ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
- ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
- კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, 12 ოქტომბრამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.