VoIP ინჟინერი
კომპანია GoSms აცხადებს ვაკანსიას VoIP ინჟინრის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ხმოვანი ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას, განვითარებასა და უსაფრთხოებას.
ძირითადი მოვალეობები:
- VoIP ინფრასტრუქტურის გამართვა, მართვა და მონიტორინგი;
- SIP Trunk-ების, IP ტელეფონისა და ვირტუალური ნომრების კონფიგურაცია;
- Asterisk/FreeSWITCH-ზე დაფუძნებული სისტემების ადმინისტრირება;
- შემომავალი და გამავალი ზარების მარშრუტიზაციის მართვა;
- Call Center-ის ფუნქციონალის, IVR-ის, Queue-ებისა და Recording-ის გამართვა;
- ხმოვანი ხარისხის, შეფერხებებისა და კავშირის პრობლემების დიაგნოსტიკა;
- SIP, RTP, NAT, Firewall და QoS პარამეტრების მართვა;
- სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან ტექნიკური კომუნიკაცია;
- VoIP სისტემების CRM-სა და სხვა პროგრამულ პროდუქტებთან ინტეგრაციაში მონაწილეობა;
- სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შესაძლო თაღლითური აქტივობების პრევენცია;
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- VoIP ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- SIP, RTP, TCP/IP, UDP, DNS და NAT პროტოკოლების კარგი ცოდნა;
- Asterisk, FreeSWITCH ან სხვა IP PBX სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Linux ოპერაციული სისტემის ადმინისტრირების ცოდნა;
- ქსელური ინფრასტრუქტურისა და Firewall-ის საბაზისო ან კარგი ცოდნა;
- Wireshark, SIP Trace და სხვა სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- Kamailio, OpenSIPS ან SBC სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Call Center-ის პლატფორმებთან მუშაობა;
- API ინტეგრაციების გამოცდილება;
- Docker-ისა და Cloud ინფრასტრუქტურის ცოდნა;
- VoIP უსაფრთხოებისა და Fraud Prevention-ის მიმართულებით გამოცდილება;
- ინგლისური ენის ტექნიკური დოკუმენტაციის დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და ტექნოლოგიურად მრავალფეროვან პროექტებს;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + განვიხილავთ გრძელვადიან, პარტნიორულ თანამშრომლობასაც.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი.