უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ტექნიკოსი — კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი — ლოგო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ტექნიკოსი

₾2122 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი ტექნიკოსი

დაქვემდებარება:

  • უშუალო ხელმძღვანელი
  • უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი
  • პირდაპირი ხელმძღვანელი
  • განყოფილების უფროსი

ფუნქცია-მოვალეობები:

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

  • იზრუნოს საქვაბის, სანასოსეს, გაზგაყვანილობის, ელექტრო მოწყობილობისა და წყალგაყვანილობის გამართულ მუშაობაზე;
  • იცნობდეს საქვაბეში, სანასოსეში დამონტაჟებული აგრეგატების ტექნიკურ მაჩვენებლებს და მუშაობის პრინციპებს;
  • იცოდეს შენობა-ნაგებობებში ცხელი და ცივი წყლის, აგრეთვე ტერიტორიაზე ელექტრო და გაზგაყვანილობის მიმწოდებელი სისტემა;
  • მუდმივი თვალყური ადევნოს და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურება გაუწიოს დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსზე არსებულ სიმულაციურ მოწყობილობებს;
  • შეიქმნას სასწავლო აღჭურვილობის, სიმულაციური სისტემების, სასწავლო შეიარაღების შენახვისათვის საჭირო აუცილებელი პირობები.

განათლება:

  • ხარისხი (სავალდებულო) — საშუალო;
  • საშუალო-პროფესიული შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი;
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან დიპლომი.

გამოცდილება:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წლის გამოცდილება.

ცოდნა:

  • სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
  • საქვაბის, სანასოსეს, გაზგაყვანილობის, ელექტრო მოწყობილობისა და წყალგაყვანილობის ტექნიკური მაჩვენებლებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • სიმულაციური მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა, გამოყენება და მომსახურება.

სხვა უნარები:

  • უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო;
  • კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).

ანაზღაურება: 2122 ლარი