უნივერსალური ტექნიკოსი — Prime Fit

Prime Fit

უნივერსალური ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ფიტნეს კლუბი "Prime Fit" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 / (მეტრო ვაჟა-ფშაველა)

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტზე არსებული ტექნიკის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელექტრობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მინიმალური სანტექნიკური სამუშაოები;
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სერტიფიცირებული ელექტრიკოსის ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • დროის სწორად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად.

https://primefit.ge/

https://maps.app.goo.gl/4WJ3TRM4Tte1GG2S6