უნივერსალი სტილისტი — სანლე

სანლე

უნივერსალი სტილისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სილამაზის სალონი "სანლე" (SANLE) აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი სტილისტის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 34 (მეტრო მარჯანიშვილთან)

ვინ ვართ:

"სანლე" სილამაზის სალონია თბილისის ცენტრში. ერთ სივრცეში გვაქვს მანიკიური, წამწამები, წარბები, პერმანენტი, თმა, კოსმეტოლოგია და მასაჟი. გუნდში ვეძებთ უნივერსალ სტილისტს, რომელიც ქალისა და მამაკაცის თმაზე ერთნაირად კარგად მუშაობს.

რას გააკეთებ:

** ქალის თმის შეჭრა, შეღებვა, მელირება, ტონირება
** დაბანა, გასწორება, დახვევა და ვარცხნილობა
** მამაკაცის თმის შეჭრა (მაკრატლით და მანქანით, გრადიენტი)
** კლიენტთან კონსულტაცია და სტილის შერჩევა

ვის ვეძებთ:

** სტილისტად მუშაობის გამოცდილება (ქალის და მამაკაცის თმა)
** ნამუშევრების ფოტოები (Instagram ან პორტფოლიო)
** სისუფთავე, პუნქტუალობა და კლიენტთან თბილი ურთიერთობა

რას გთავაზობთ:

** მოწყობილი სამუშაო ადგილი მყუდრო სალონში ქალაქის ცენტრში
** კლიენტების მოზიდვა ჩვენზეა: რეკლამა, სოციალური ქსელები, ონლაინ ჯავშანი საიტზე
** ანაზღაურება: თითოეული კლიენტიდან 50%
** გრაფიკი შეთანხმებით; სალონი ღიაა ყოველდღე 10:00-21:00

როგორ მიმართო

დაგვირეკე ან მოგვწერე WhatsApp-ზე: +995 599 56 93 23

ან გამოგვიგზავნე ნამუშევრები: ·

ვებსაიტი: https://sanlebeauty.ge/

ან უბრალოდ დაგვირეკე მობილურზე: +995 599 56 93 23