უმცროსი იურისტი — ადლი

ადლი

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია " ადლი " - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმური მომსახურება. ჩვენთან დასაქმებით გპირდებით: ** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას; ** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს; ** სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას; ** Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს; ** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე. სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს უმცროსი იურისტის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** ბრძანებების, ხელშეკრულებების, შიდა ნორმატიული აქტების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; ** კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი; ** აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** კომუნიკაბელური; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული; ** ოპერატიული; ** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ