უმცროსი იურისტი — Nexis Legal

Nexis Legal

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია Nexis Legal აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

იურიდიული კომპანია "Nexis Legal" წლებია წარმატებით ოპერირებს ქართულ სამართლებრივ ბაზარზე. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება სამართლის ყველა მიმართულებით, კერძოდ, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში.

ამჟამად, კომპანია "Nexis Legal" აცხადებს მიღებას დამწყები იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 11:00 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლეონიძის ქ.N2 (თავისუფლების მოედანი)

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კომპანიის კლიენტების სამართლებრივი მხარდაჭერა
  • შეთანხმებების / აქტების / ხელშეკრულების შედგენა/რედაქტირება
  • სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ანალიზი/რედაქტირება.
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი და მათთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის სამეწარმეო, საპროცესო და შრომის სამართლის ცოდნა მიიჩნევა პრივილეგიად.
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ