უმცროსი IT Pre-Sales ბიზნეს ანალიტიკოსი — არესემ საქართველო სოლუშენსი

არესემ საქართველო სოლუშენსი — ლოგო
არესემ საქართველო სოლუშენსი

უმცროსი IT Pre-Sales ბიზნეს ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT Pre-Sales ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნესპროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.

კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. 85

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; სრული განაკვეთი, ოფისიდან

პოზიციის შესახებ:

პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული junior კანდიდატისთვის, რომელსაც სურს IT პროდუქტების, ბიზნესანალიზისა და გაყიდვამდე კომერციული პროცესების შესწავლა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემოსული მოთხოვნებისა და დაინტერესებების მიღება, რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
  • კლიენტის მოთხოვნებისა და ბიზნესსაჭიროებების პირველადი ანალიზი და მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირება;
  • კომერციული პროცესის (Pipeline) სტატუსების განახლება და მონიტორინგი;
  • პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;
  • კომერციულ დირექტორთან ერთად პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან დაკავშირებულ შიდა და გარე შეხვედრებში მონაწილეობა;
  • შეხვედრების ფარგლებში განხილული ძირითადი საკითხების, მიღებული შეთანხმებების, პასუხისმგებელი პირებისა და შემდგომი ნაბიჯების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში მათი შემდგომი მონიტორინგი;
  • კომპანიის IT პროდუქტებისა და სერვისების შესახებ პრეზენტაციებისა და კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის მიერ ტენდერებში მონაწილეობის შემთხვევაში პროცესის ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;
  • კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის, ეკონომიკის, მენეჯმენტის, საინფორმაციო სისტემების ან მონათესავე მიმართულებით;
  • სასურველია მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება გაყიდვების მხარდაჭერის, კლიენტებთან ურთიერთობის ან ადმინისტრაციული კოორდინაციის მიმართულებით (გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუ კანდიდატს აქვს ძლიერი მოტივაცია და სწავლის სურვილი);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი (ვერბალური და წერითი);
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
  • პასუხისმგებლობა და შეთანხმებული საკითხების ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • სწრაფი ათვისება, განვითარების სურვილი და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • IT პროდუქტების, ERP სისტემებისა და ბიზნესანალიზის მიმართულებით ცოდნის განვითარების შესაძლებლობას;
  • კომერციული დირექტორის მენტორობით კომერციულ და სატენდერო პროცესებში ჩართულობას;
  • პროფესიული ზრდისა და პასუხისმგებლობების ეტაპობრივად გაფართოების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნეს სხვა შესაბამისი ვაკანტური პოზიციებისთვის და შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ