უმცროსი ბუღალტერი- გორი — პრომეტალი

პრომეტალი

უმცროსი ბუღალტერი- გორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"პრომეტალი" სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია.

ვაკანსია — უმცროსი ბუღალტერი.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, სამუშაო დღეები შაბათ-კვირა, დასვენების დღე კვირის სხვა ნებისმიერი ორი დღე.

ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • RS.GE-ზე გამოწერილი ზედნადებების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და შედარება;
  • შემოსავლებისა და კლიენტებთან ანგარიშსწორების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • საბუღალტრო მონაცემების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში, მთავარი ბუღალტრის მიერ დელეგირებული სხვა სააღრიცხვო სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • RS.GE-სთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის).
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პროცესების მართვის უნარი.