უმცროსი ბუღალტერი — გასა

გასა

უმცროსი ბუღალტერი

₾2000 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი
** საბანკო გადარიცხვების შესრულება
** დებიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების რეგულარული მომზადება და ნაშთების შეჯერება
** საბუღალტრო ანგარიშების და ნაშთების სიზუსტის შემოწმებასა და თვის/წლის დახურვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა
** აუდიტთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო თეორიული ნაწილის სიღრმისეული ცოდნა
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიაში
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (ბალანსი, 1C ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი გამოცდილების შესაბამისად
მისამართი: თბილისი, კოსტავას N 14