უმცროსი ბუღალტერი
IT კომპანია "სინტაქსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30.
დამატებითი სარგებელი:
- შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
- სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დეპარტამენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება (თვის განმავლობაში და თვის ბოლოს);
- ფინანსურ რეპორტის აწყობაში მონაწილეობის მიღება - უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით;
- კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა;
- დებიტორ და კრედიტორების ყოველთვიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება/კონტრაგენტებთან შედარების განხორციელება;
- დებიტორ კრედიტორების დავალიანების გადაფასების კონტროლი პროგრამულად ყოველთვიურად (დოლარში არსებული დავალიანებების გადაფასება ლარში);
- ძირითადი საშუალებების კონტროლი (კომპანიების მიხედვით);
- პირველადი დოკუმენტების მომზადება - ა/ფ, ზედნადებები და ა.შ;
- კომპანიის შიდა აქტების მომზადება;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა "Balance"-ის ცოდნა;
- Excel - ძალიან კარგი;
- ინგლისური ენა - B2 დონე;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება.
გადარჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.