უმცროსი ბუღალტერი — პოლარისი

პოლარისი — ლოგო
პოლარისი

უმცროსი ბუღალტერი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია Polaris Finance აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

  • კლიენტ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
  • ბუღალტრული ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით
  • ბუღალტრული გატარებების შესრულება
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი
  • ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
  • ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  • ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
  • კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამხმარე ბუღალტრად/ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება - მსგავს პოზიციებზე ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა
  • ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება: 1200-1500₾, შეთანხმებისამებრ, კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ადგილმდებარეობა: მ. კოსტავას 14, D Block, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ: https://polarisfinance.ge

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ