უმცროსი ბუღალტერი
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.
გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, უმცროს ბუღალტერს რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალი სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საბანკო ოპერაციების წარმოება
- სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება
- საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება-გამოწერა
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ორიენტირებული დეტალებზე
- დროის სწორად განაწილების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- სხარტი და მოქნილი აზროვნება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- შედეგებზე ორიენტირებულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- Oris.ge-ის ცოდნა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00-მდე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, გაბაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1875 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)