უმცროსი ბუღალტერი
კომპანია "ქანდა აგრიქალჩერი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები:
- ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და შესაბამის პროგრამაში ასახვა
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება
- საბანკო ოპერაციებისა და ამონაწერების დამუშავება
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი
- მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი
- ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება
- შემოსავლებისა და ხარჯების სწორად აღრიცხვა
- ურთიერთშედარების აქტების მომზადება და კონტროლი
- ფინანსური მონაცემების დამუშავება და შიდა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა
- თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა
- ფინანსური დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
- 1C - კარგად ცოდნა
- ORIS Accounting-ის კარგად ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი
- სიზუსტე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სიზუსტე და ყურადღება დეტალებისადმი
- ორგანიზებულობა — დოკუმენტების, ვადებისა და ფინანსური ოპერაციების სწორად მართვა
- ანალიტიკური აზროვნება — მონაცემების გაანალიზება და ფინანსური საკითხების ლოგიკურად შეფასება
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი — განსაკუთრებით ანგარიშგების, აუდიტისა და საგადასახადო პერიოდების დროს
- კომუნიკაბელურობა — კოლეგებთან, ხელმძღვანელობასთან, აუდიტორებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობა
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა — სამუშაო პროცესისა და დადგენილი ვადების დაცვა
- განვითარების სურვილი — საბუღალტრო და საგადასახადო წესების ცვლილებების მუდმივად გაცნობა