უფროსი მოლარე-ბუღალტერი- ბაკურიანი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "კრისტალ ჰოტელ & სპა" მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს, საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი ფანჩატურებით.
დღეს სასტუმრო კრისტალის სამუშაო გუნდი 150-მდე თანამშრომელს ითვლის, სეზონზე კი ეს ციფრი 300-მდე იზრდება. ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უფროსი მოლარე-ბუღალტრის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დიდველი, მიმდებარე ტერიტორია
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ნაღდი ფულისა და ფასეულობების დათვლა, შემოწმება და შენახვა;
- ინკასაციის ოპერაციების წარმოება;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
- ნაღდი ფულის მიღება/გაცემა სალაროდან;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება თავისი მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია აღნიშნულ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ ვთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება HR მენეჯერსა და დირექტორთან.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.