უფროსი ხარჯების კონტროლიორი — One Point

One Point — ლოგო
One Point

უფროსი ხარჯების კონტროლიორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი ხარჯების კონტროლიორის პოზიციაზე.

ინდუსტრია: სამშენებლო მენეჯმენტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 10:00-19:00

სუბორდინაცია: პროექტების დაგეგმვისა და ხარჯების მართვის ხელმძღვანელი

ექვემდებარება: ორი ხარჯების კონტროლიორი

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს სამშენებლო პროექტების მართვისა და საინვესტიციო კონსალტინგის მიმართულებას, რომელიც მომხმარებლებსა და დამკვეთებს სთავაზობს სამშენებლო პროექტების მართვის სრულ სერვისს და წარმოადგენს მნიშვნელოვან შუამავალ რგოლს დამკვეთსა და პროექტის უშუალო შემსრულებლებს შორის.

კომპანია პროექტებში ერთვება მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე და უზრუნველყოფს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა მშენებლობის დაგეგმვა და მართვა, ბიუჯეტირება, ხარჯთაღრიცხვა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სატენდერო პროცესებისა და კონტრაქტების მართვა, გეგმა-გრაფიკის კონტროლი, პროექტის რისკების მართვა, პროექტების შემოწმება/რევიზია და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ასევე, კომპანია საქმიანობას ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა

პოზიცია მოიცავს პროექტის ხარჯების, კონტრაქტორების შესრულებისა და გადახდების კონტროლს. ძირითადი პასუხისმგებლობაა დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, გადახრებისა და ვარიაციების იდენტიფიცირება, კონტრაქტორების შესრულების მონიტორინგი, ფულადი ნაკადების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება.

ძირითადი ამოცანები:

  • ყოველთვიურად პროექტის დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, შესაბამისი ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან;
  • შედარების შედეგად იდენტიფიცირებული გადაცდომების კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტის წარმოება, მათ შორის შემდეგი მონაცემების შეყვანა/განახლება:
    • პროექტში ჩართული კონტრაქტორების სია;
    • კონტრაქტორების შესასრულებელი სამუშაოების შინაარსი და ჩამონათვალი;
    • კონტრაქტის ჯამური ღირებულება და შესაბამისი შესრულება პერიოდის მიხედვით;
    • კონტრაქტორის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი კორექტირება;
    • ვარიაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომუნიკაცია შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის;
  • ყოველთვიურად ანგარიშების მომზადება ხარჯების კონტროლის შესახებ;
  • პროექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების (IPC) შემოწმება და დადასტურება;
  • შუალედური გადახდის სერტიფიკატის (IPC) ანალიზი და ხელშეკრულებებთან თანხვედრის უზრუნველყოფა.

პროფესიული კვალიფიკაციები:

  • მინ. 3-4 წელი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
  • უპირატესობად ჩაითვლება, სამშენებლო მიმართულებით განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.