ნიუს-მედიის ქოფირაითერი/ჟურნალისტი
კონტრაქტორის პოზიციაზე, ვეძებთ ნიუს-მედიის ქოფირაითერს/ჟურნალისტს, რომელმაც უნდა მართოს ქონთენთი სოციალური მედიის გვერდისათვის.
თუ შეგიძლია, რომ მარტივად, ზედმეტი პათეტიკის გარეშე და ზუსტი დეტალებით გადმოსცე ის, რაც გარშემო ხდება - ეს პოზიცია შენთვისაა. მთავარი მოთხოვნაა: წერდე მარტივად და გასაგებად.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველკვირეული და ყოველდღიური სოციალური მედია პოსტების მომზადება
- ცნობილი სახეების, ბრენდების კოლაბორაციებისა და ტრენდების გაშუქება ჩვენი სტილის შესაბამისად
- მკაფიო, სწრაფი და დასამახსოვრებელი ტექსტური სტილის შენარჩუნება
- თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება - ინსტრუმენტების გამოყენება პროცესების გასამარტივებლად, იდეების მოსაძებნად ან ტექსტების დასაბალანსებლად (იმის გათვალისწინებით, რომ ავთენტურობა და შენი პირადი ხელწერა ყოველთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება).
სამუშაო გრაფიკი: Full-Time / Part-Time (დისტანციური)
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი.