უფროსი დიასახლისი / დასუფთავების სუპერვაიზერი
რესტორანი „ეთნოგრაფი“ ის ადგილია, სადაც ტრადიციული ქართული სამზარეულო, ავთენტური გემოები და ჩვენებური სტუმარმასპინძლობა ერთად იყრის თავს თითოეული სტუმრის ღირსეულად გამასპინძლებისთვის.
რესტორანი „ეთნოგრაფი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი დიასახლისის (დასუფთავების სუპერვაიზერი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 105
გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- სამზარეულოს სისუფთავეზე ზრუნვა;
- სამრეცხაოს სისუფთავეზე ზრუნვა;
- სანიტარულ და ჰიგიენური ნორმების ცოდნა/დაცვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა, სამუშაოს შესრულების პროცესის კონტროლი და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.