უფროსი ბუღალტერი — IBCCS Georgia

IBCCS Georgia

უფროსი ბუღალტერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "IBCCS Georgia" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000-3000 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაო საათები: 09:30-18:30

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაოს აღწერა:

  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება/დაარქივება და აღრიცხვა;
  • ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, ნაშთების სისწორის კონტროლი;
  • ხელფასების დარიცხვა, მივლინებების, შვებულებების აღრიცხვა და შესაბამისი გატარებების შესრულება;
  • დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორება და შედარება;
  • არარეზიდენტებისგან მიღებული, ასევე მათთვის გაწეული მომსახურების აღრიცხვა და შესაბამისი საბიუჯეტო ვალდებულებების განსაზღვრა;
  • rs.ge პორტალზე მუშაობა;
  • საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების წარდგენა;
  • ანგარიშების, რეპორტების მომზადება;
  • კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ბალანსი 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
  • კლიენტთან კომუნიკაციის დონეზე სათანადო ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია ACCA F3 დონის სერტიფიკატი (არასავალდებულო)
  • Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • გამოცდილება რეპორტინგის მიმართულებით (მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება)

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალური;
  • მოტივირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

დასაქმების შემთხვევაში, გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს.