უფროსი ბუღალტერი — აპტოსი

აპტოსი — ლოგო
აპტოსი

უფროსი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. "Aptos"-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.

კომპანია "აპტოსი" ეძებს უფროს ბუღალტერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არარეზიდენტებთან და საერთაშორისო ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო და საგადასახადო ოპერაციების მართვა და აღრიცხვა;
  • პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი, სწორი კლასიფიცირება და შემდგომი ბუღალტრული ასახვა;
  • იმპორტთან, ექსპორტთან და სხვა უცხოურ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების, დოკუმენტაციისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • განხორციელებული ოპერაციების შეფასება, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, და შესაბამისი სააღრიცხვო ასახვის უზრუნველყოფა;
  • არარეზიდენტებთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
  • არარეზიდენტ დებიტორ-კრედიტორებთან ანგარიშსწორებების კონტროლი, პერიოდული შედარება და დავალიანებების, მათ შორის ვადაგადაცილებული დავალიანებების, ანალიზი;
  • შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების, აუდიტისა და სხვა შემოწმებების პროცესებისთვის;
  • პასუხისმგებლობის ფარგლებში სააღრიცხვო პროცესების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დაკავშირებული საბუღალტრო ფუნქციების შესრულება.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • 1 C საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
  • ინგლისური ენის გამართული ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა.

სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვრის 15;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;

ჩვენ გთავაზობთ: კორპორაციული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ