უფროსი ბუღალტერი
კომპანია "ივერმედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: შპს "ივერმედი" დაარსდა 1995 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამედიცინო სახარჯი მასალის, აღჭურვილობის, იმპლანტებისა და აპარატურის რეალიზაცია-სერვისი. კომპანია დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის კადრებით ყველა სეგმენტში, რაც განაპირობებს, ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნ. ბოხუას I შესახვევი №2
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 - 17:30
- ანაზღაურება: 2700 ლარი (დარიცხული)
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მსგავს მიმართულებაში;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
- მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
- სამუშაოს შესრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, სასურველია ინგლისური ენის B1, B2 დონეზე ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- კარიერული განვითარებისა შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 სექტემბერი.