უფროსი აუდიტორი — თი-ემ-სი

თი-ემ-სი

უფროსი აუდიტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აუდიტორული კომპანია "თი ემ სი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება, რაც გულისხმობს:
  • ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას;
  • ბუღალტრულ ოპერაციებში არსებული უზუსტობების იდენტიფიცირებას ფინანსურ ინფორმაციასთან, მათ შორის პირველად დოკუმენტებთან მიმართებაში;
  • ცხრილების მომზადებას MS Excel-ში;
  • გამოვლენილი ხარვეზების განხილვას ხელმძღვანელ პირებთან;
  • კვალიფიკაციის შესაბამისად ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულებას.

პროფესიული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და IFRS-ის კარგი ცოდნა;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის ან აუდიტის მიმართულებით.

პიროვნული თვისებები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე;

გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატები შეირჩევიან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე პასუხობს სავაკანსიო მოთხოვნებს.

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ასევე შეიძლება დამუშავდეს, რათა დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მომავალი ვაკანსიებისთვის. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში.

კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.