ცვლის უფროსი
"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ ადგილს ცვლის უფროსის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსის ძირითადი უფლება-მოვალეობები მოიცავს ტერმინალის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის ცვლის საოპერაციო ნაწილის დაგეგმვას და მის განხორციელებას.
დეპარტამენტის შესახებ:
საკონტეინერო ტერმინალის ცვლის უფროსი ექვემდებარება ოპერაციების და დაგეგმარების მენეჯერს და მის დაქვემდებარებაშია ტერმინალის გამშვები პუნქტის ოპერატორი, სპეც-ტექნიკის ოპერატორები. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საკონტეინერო ტერმინალის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან (რკინიგზის და ტექნიკური განყოფილებები).
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
გამოცდილება და უნარები:
- უმაღლესი ან სპეციალური განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- MS Office-ის ცოდნა;
- საოპერაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
- საბაჟო პროცედურების და კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (სალაპარაკო და წერითი);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საკონტეინერო ტერმინალზე შემომავალი / გამავალი ტვირთების დაგეგმარება როგორც სამანქანო ასევე სარკინიგზო გზით;
- საკონტეინერო ტერმინალზე შემომავალი და გამავალი ტვირთების დაგეგმვა საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით;
- ტვირთების ტერმინალზე განლაგებისა და გადაადგილების ეფექტური მართვა;
- ოპერაციების რეგისტრაცია ტერმინალის მართვის სისტემაში (TOS);
- კონტეინერების და პლომბების მდგომარეობის შემოწმება მიღებისა და გაცემის პროცესში;
- ტერმინალიდან გასატანი ტვირთის/კონტეინერის შესაბამისობის გადამოწმება სატრანსპორტო საშუალებაზე ფაქტობრივად დატვირთულ ტვირთთან;
- ინციდენტებისა და ავარიების ანგარიშების მომზადება და პრევენციული კონტროლი სამუშაო ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კუთხით;
- საბაჟო რეჟიმების, შიდა წესების და ნორმატიული აქტების მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
- მომხმარებლების ეფექტური მომსახურება და ოპერატიული კომუნიკაცია;
- პლომბების ან კონტეინერის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მენეჯერის დაუყოვნებლივი ინფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 02 ივლისი.