ცხელი ხაზის უნივერსალური ოპერატორი — Digital TV

Digital TV

ცხელი ხაზის უნივერსალური ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DIGITAL TV აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.

DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია შემომავალი ზარების მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება აქციების შესახებ
  • სატელეფონო შეკვეთების მიღება და მონაცემთა ბაზაში ასახვა, საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
  • მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
  • კომპანიის სერვისების შესახებ ზედმიწევნით კარგი ცოდნა
  • საჭიროების შემთხვევაში სერვის ცენტრის მოლარე-ოპერატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება თბილისის სერვის-ცენტრიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში, გაყიდვებში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
  • უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარ- ჩვევები:

  • გამართული მეტყველების უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

გრაფიკი: დისტანციურად კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 ოქტომბერი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ