ცივი კერძების მზარეული
რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ მზარეულს, რომელიც უზრუნველყოფს ცივი კერძების მომზადებას რესტორნის სტანდარტებისა და დადგენილი რეცეპტურების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- ცივი კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადება და გაშვება;
- კერძების ვიზუალური გაფორმებისა და პორცირების სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტებისა და ინგრედიენტების წინასწარი მომზადების ორგანიზება;
- მზარეულის დამხმარისთვის ყოველდღიური დავალებების მიცემა და სამუშაოს სწორად გადანაწილება;
- დამხმარის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
- პროდუქციის სწორად შენახვა, განთავსება და მარკირება;
- მაცივრებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი და საჭიროებების დროული დაფიქსირება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
- სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და აღჭურვილობის სისუფთავის დაცვა;
- სამზარეულოს გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მზარეულად მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია;
- ცივი კერძების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- კერძების მომზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
- რეცეპტურისა და პორცირების სტანდარტების ზუსტად დაცვის უნარი;
- სამუშაო პროცესისა და დამხმარის საქმიანობის ორგანიზების უნარი;
- სწრაფად, ხარისხიანად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დაცვა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი
- ანაზღაურება: შეთანხმებით