ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა
ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და სასაწყობე ბიზნესის ოპერატორებისთვის
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში იწვევს საპორტო მომსახურების, ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და სასაწყობე მეურნეობის კომპანიებს, რომელთაც სურთ ციფრული გადაწყვეტების ინტეგრირებით ოპერაციული ხარჯებისა და დროის ოპტიმიზაცია და კლიმატ-მეგობრული პრაქტიკის ინტეგრირება მოქნილი, ეფექტიანი და უსაფრთხო ბიზნეს ოპერირებისთვის.
რატომ არის ციფრული ტრანსფორმაცია სასარგებლო თქვენი ორგანიზაციისთვის?
- შეამცირეთ საოპერაციო ხარჯები, გაამარტივეთ ბიზნეს პროცესები და მინიმუმამდე დაიყვანეთ მექანიკური შეცდომების რისკი.
- სწორად დანერგილი ოპერაციების, მარაგების, ავტოპარკისა და საწყობის მართვის ციფრული ინსტრუმენტები დაგეხმარებათ შეამციროთ ინფორმაციის ხელით დამუშავებაზე დახარჯული დრო, აღმოფხვრათ მექანიკური შეცდომების რისკი და რეალურ დროში თვალი ადევნოთ კომპანიის ოპერირების მნიშვნელოვან ასპექტებს.
- გააუმჯობესეთ მომსახურება და მოიზიდეთ ახალი საერთაშორისო კლიენტები.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები, ექსპედიტორები და ტერმინალის ოპერატორები სულ უფრო ხშირად ითხოვენ საერთაშორისო გადაზიდვების ინფორმაციის ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებას მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად. ციფრული თავსებადობა საერთაშორისო გადაზიდვის სისტემებთან გაგიადვილებთ წვდომას ახალ კლიენტებზე საერთაშორისო ბაზრებზე.
შეხვდით მომზადებული ახალ რეგულაციებს ლოგისტიკის სექტორში. საქართველოს, როგორც საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის როლი სულ უფრო მზარდია როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო ციფრულ სისტემებთან თავსებადობა და ინტეგრაცია ეტაპობრივად სავალდებულო გახდება. წინმსწრებად მომზადებით, თავიდან აიცილებთ ბიზნეს ოპერირების შეფერხებას და არარენტაბელური გადაწყვეტების დანერგვას.
რას გთავაზობთ ჩვენ?
თქვენს მიერ შერჩეული მიმართულებით, თქვენს ორგანიზაციაზე მორგებულ გაციფრულების მზაობის შეფასებას, ციფრულ გადაწყვეტებს და ამ გადაწყვეტების დანერგვის დეტალურ სამოქმედო გეგმას საორიენტაციო საინვესტიციო ხარჯების კალკულაციასთან ერთად.
ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიმართულებები:
- გთხოვთ, აირჩიოთ დიგიტალიზაციის პრიორიტეტული მიმართულება ქვემოთ მოცემული ძირითადი მიმართულებებიდან. შეგიძლიათ აირჩიოთ ერთზე მეტი.
- საწყობისა და მარაგების მართვის სისტემის დიგიტალიზაციის მზაობის შეფასება, რაც გულისხმობს მარაგებისა და საწყობის მართვის არსებული პრაქტიკის შეფასებას და ოპტიმიზაციას ციფრული საწყობის ან მარაგების მართვის სისტემის შერჩევის და დანერგვის გზით.
- სარგებელი თქვენი ორგანიზაციისთვის: მარაგების ინვენტარიზაცია, სასაწყობე მარაგების სწორი მართვა და კონტროლი ხშირად დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ამ პროცესების დიგიტალიზაციით, თქვენს ორგანიზაციას რეალურ დროში ექნება ზუსტი მონაცემები აქტივებისა და მარაგების შესახებ და მინიმუმამდე შემცირდება გაუთვალისწინებელი დანაკარგების და არასწორად დაგეგმილი შესყიდვების რისკი.
- ავტოპარკისა და სახმელეთო ტვირთის ტრექინგის დიგიტალიზაცია. ავტოპარკისა და სახმელეთო ტვირთის რეალურ დროში GPS მონიტორინგი, მარშრუტების ოპტიმიზაცია. საავტომობილო ტრანსპორტისთვის GPS-ზე დაფუძნებული თრექინგი და მარშრუტის ოპტიმიზაცია (ტრექინგის მოწყობილობების სისტემური ინტეგრაცია); სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებისთვის - ტვირთის რეალურ დროში თრექინგი არსებული საერთაშორისო პლატფორმების გამოყენებით (მაგ. MarineTraffic, Lloyd`s List Intelligence).
- სარგებელი თქვენი ორგანიზაციისთვის: ავტოპარკისა და ტვირთის თრექინგი უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის სავარაუდო ჩამოსვლის/მიღების რეალურ დროში გადმოცემას. მარშრუტების ოპტიმიზაცია გეხმარებათ როგორც ხარისხიანი და საიმედო მომსახურების მიწოდებაში, ისე, საწვავის მოცულობისა და ხარჯის შემცირებაში.
- ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის სისტემის გაციფრულება და ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემებთან და საბაჟოს ელექტრონულ პლატფორმებთან თავსებადობის შეფასება. მხარდაჭერა ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების და დოკუმენტაციის გაციფრულებაში (e-CMR, ციფრული მანიფესტები, ინვოისები), მათი თავსებადობის შეფასება და დაკავშირება საქართველოს ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემებთან და საბაჟო პლატფორმებთან.
- სარგებელი თქვენი ორგანიზაციისთვის: საზღვრებსა და ტერმინალებზე ტვირთის დაკარგვის ან შეყოვნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორად შევსებული ან არასრულყოფილი ინფორმაციაა. ელექტრონული სისტემების დანერგვით, ტვირთის შეყოვნების და/ან დაკარგვის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ტვირთბრუნვის დოკუმენტაციის გაციფრულება სულ უფრო აუცილებელი ხდება ტვირთის ეფექტურად გადაადგილებისთვის საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში.
- დიგიტალიზაციის დამატებითი მიმართულებები, რომელთაგან ერთი-ერთის არჩევა შეგიძლიათ მხოლოდ ზემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე ძირითად მიმართულებასთან ერთად.
- კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის პრაქტიკის/პროცესის შეფასება. თქვენი კომპანიის საიდუმლო და სენსიტიურ მონაცემთა შენახვისა და მიმოცვლის უსაფრთხოების პრაქტიკის შეფასება, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის კონტროლისა და გავრცელებული კიბერსაფრთხეების მიმართ ორგანიზაციის მოწყვლადობის შეფასება.
- სარგებელი თქვენი ორგანიზაციისთვის: მონაცემების გაციფრულებასთან ერთად იზრდება მონაცემთა დაკარგვის, კომერციული საიდუმლოების დაუფლების მიზნით თაღლითური სქემებისა და სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი. კიბერუსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი ბიზნეს პროცესების ინტეგრირება შეამცირებს კიბერთავდასხმის შემთხვევაში შესაძლო ზიანს.
- დასაქმებული პერსონალის ციფრული უნარების საჭიროებების შეფასება და ტრენინგი. თქვენი ორგანიზაციის შესაბამისი პერსონალის ტრენინგი შერჩეული ციფრული გადაწყვეტის მიმართულებით, მათ შორის, ციფრული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დამუშავების შესახებ.
- კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის პრაქტიკის/პროცესის შეფასება. თქვენი კომპანიის საიდუმლო და სენსიტიურ მონაცემთა შენახვისა და მიმოცვლის უსაფრთხოების პრაქტიკის შეფასება, მათ შორის ინფორმაციაზე წვდომის კონტროლისა და გავრცელებული კიბერსაფრთხეების მიმართ ორგანიზაციის მოწყვლადობის შეფასება.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება:
- ფოთის ან ხობის მუნიციპალიტეტებში მოქმედ ან ამ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ საპორტო და სატერმინალო მომსახურების, საშუალო და მსხვილ ლოგისტიკის, ტრანსპორტის, საექსპედიტორო და სასაწყობე კომპანიებს.
როგორ გავაკეთოთ განაცხადი:
შეავსეთ ინტერესის გამოხატვის ფორმა 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე (თბილისის დროით).
ფორმის წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.