ციფრული პლატფ. მართვისა და განვით. სამსახურის სპეციალისტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვისა და განვითარების სამსახურის პროცესების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში;
- დეპარტამენტში დანერგილი მართვის მეთოდოლოგიის იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- მიმდინარე ხელშეკრულებების მონიტორინგი, დადგენილი წესით ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- არსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ამორტიზაციის მონიტორინგი და ყველა დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა და ხარჯების კონტროლი;
- შესყიდვების პროცედურისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე კონტრაქტორ აუთსორს კომპანიებთან კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობა;
- გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, პროგრამირების საკითხებში კურატორის და ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
- 2-წლიანი გამოცდილება ციფრული პლატფორმების მართვის ან განვითარების მიმართულებით;
- გამოცდილება პროექტების მართვაში (Agile, Scrum ან მსგავსი მეთოდოლოგიებით);
- ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2)
უნარ-ჩვევები:
- პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
- ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.