ციფრული მარკეტინგის მენეჯერი- წიწამური — ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი — ლოგო
ვაკო მოტორსი

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი- წიწამური

შეთანხმებით ახალი წიწამური · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორაციულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** კომპანიის მარკეტინგული და ციფრული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და განვითარება;
** Meta Ads / Google Ads კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ანალიზი;
** კონტენტ გეგმის შექმნა და მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია;
** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე მუშაობა;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა ონლაინ და ოფლაინ მიმართულებით;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი;
** სარეკლამო და საპრომოციო აქტივობების ორგანიზება;
** პარტნიორ კომპანიებთან, სააგენტოებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** გაყიდვების მხარდაჭერისთვის მარკეტინგული ინიციატივების შემუშავება;
** შედეგების ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან კოორდინაცია.

კვალიფიკაცია და უნარები, რომელიც გვჭირდება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა
** Meta Business Suite-ისა და Google Ads-ის გამოცდილება
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაციისა და ორგანიზების ძლიერი უნარები

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია