ციფრული მარკეტინგის მენეჯერი — აგრონოვა

აგრონოვა

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "აგრონოვა" (AgroNova) აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვს გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, კარგად ერკვევი სოციალურ მედიაში და გიყვარს შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა, შემოგვიერთდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება;
  • კონტენტის დაგეგმვა და შესრულება;
  • მარტივი ვიდეოების გადაღება/მონტაჟი სოციალური მედიისთვის;
  • Meta (Facebook/Instagram) რეკლამების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • Meta Pixel-ისა და Conversion Tracking-ის მონიტორინგი;
  • Shopify პლატფორმის მართვა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • ყოველთვიური რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Shopify-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • Meta Ads Manager-ისა და Pixel-ის ცოდნა;
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარები სასურველია;
  • Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც თქვენი იდეები ფასდება, ისმის და რეალურად აისახება გადაწყვეტილებებში;
  • თავისუფლებას ახალი ინიციატივების განხორციელებისა და საკუთარი ხედვების გამოსაცდელად;
  • მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • შესაძლებლობას, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყოველდღიურად გააფართოოთ და ახალი უნარები შეიძინოთ.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საქმისთვის საჭირო ინვენტარი
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად).

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა 130

სამუშაო განაკვეთი: სრული

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ