ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანია აერთიანებს საცალო ფილიალებსა და ონლაინ გაყიდვების არხებს, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებთან და მართავს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა კატეგორიაში. ის არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Nature`s Variety, Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Versele-laga, Animology, Moderna, Applaws, Canvit, Dorian, Animonda, Antos, Wanpy, Flexi, Catzone, Earth Rated, Inodorina, Oxbow.
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი; სამუშაო საათები: 09:30-18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია Google Ads, Meta Ads Manager, TikTok Ads და სხვა ფასიან პლატფორმებზე;
- ანალიტიკური ხელსაწყოების დანერგვა, კონფიგურაცია და ადმინისტრირება (Google Analytics 4, Google Tag Manager, Meta Pixel, Conversion API და სხვა);
- SEO-ს მართვა - საკვანძო სიტყვების კვლევა, ტექნიკური და on-page ოპტიმიზაცია, ორგანული ტრეფიკისა და პოზიციების მონიტორინგი;
- მონაცემთა შეგროვება, ანალიზი და dashboard-ების აწყობა; conversion tracking-ისა და attribution მოდელირების უზრუნველყოფა;
- კამპანიების ROI/ROAS ანალიზი და ბიუჯეტის ოპტიმალური განაწილება არხებს შორის;
- კრეატივის შემქმნელ გუნდთან (დიზაინერი/კონტენტ-მენეჯერი) კოორდინაცია სარეკლამო მასალის ტარგეტირებისა და დისტრიბუციისთვის;
- შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
- ბაზრის ტენდენციების კვლევა და ახალი ციფრული ინსტრუმენტების/ტექნოლოგიების იდენტიფიცირება და დანერგვის შეთავაზება.
სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ანალიტიკის, კომუნიკაციების ან მსგავსი მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრულ/performance მარკეტინგში;
- გამოცდილება Google Ads-სა და Meta Ads Manager-ში კამპანიების მართვასა და ოპტიმიზაციაში;
- Google Analytics 4-ისა და Google Tag Manager-ის კარგი ცოდნა;
- SEO ინსტრუმენტების ცოდნა (Google Search Console, SEMrush, Ahrefs ან მსგავსი);
- მონაცემებთან მუშაობის უნარი (Excel/Google Sheets გაღრმავებულ დონეზე; BI ხელსაწყოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- A/B ტესტირებისა და conversion rate optimization-ის პრინციპების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სტრატეგიული და ანალიტიკური ხედვა;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ნოვატორული აზროვნება და ბაზრის ტენდენციების აღქმა;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
- შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა;
- ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
- ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
- სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
- კორპორატიული დაზღვევა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!