ციფრული კომუნიკაციისა და AI სპეციალისტი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ციფრული კომუნიკაციისა და AI სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის სოციალური მედიის პლატფორმების სტრატეგიული მართვა და განვითარების დაგეგმვა; ** კონტენტ-სტრატეგიის შემუშავება კომპანიის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისად; ** ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა და განთავსება, მათ შორის AI ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით; ** AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის გენერაციის, რედაქტირების, პერსონალიზაციისა და პროცესების ავტომატიზაციის მიზნით; ** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (ორგანული და ფასიანი); ** მომხმარებელთა შეტყობინებების, კომენტარებისა და უკუკავშირის მართვა კომპანიის სტანდარტების დაცვით; ** შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია ინფორმაციის დროულად და სწორად გავრცელების მიზნით; ** სოციალური მედიის ტენდენციებისა და AI მიმართულებით ახალი ინსტრუმენტების მუდმივი მონიტორინგი და დანერგვა; ** კომპანიის ერთიანი ბრენდული სტილისა და საკომუნიკაციო ტონის დაცვა ყველა ციფრულ არხში; ** პერიოდული ანგარიშგების მომზადება შესრულებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციის ან მომიჯნავე სფეროში); ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება; ** AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Canva AI და სხვ.) გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება; ** კოპირაიტინგის უნარი და ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ** სასურველია გრაფიკული/ვიდეო დამუშავების საბაზისო ცოდნა; ** ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება, კრეატიულობა და პასუხისმგებლობა.