წარმოების მენეჯერი — აუგუსტი

აუგუსტი — ლოგო
აუგუსტი პრემიუმი

წარმოების მენეჯერი

₾2500 ლარი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

წარმოების მენეჯერი

კომპანიის შესახებ:

ევროპული საცხობების ქსელი “აუგუსტი”ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. თბილისში წარმოდგენილია 9 ფილიალით და ერთი ცენტრალიზებული საწარმოთი, სადაც მზადდება პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები და სხვა პროდუქტები. 

წარმოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა და პროცესების კონტროლი 
  • პროდუქციის წარმოების დაგეგმვა და ეფექტურობის გაუმჯობესება
  • საწყობის მარაგების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია 
  • ფილიალების მომარაგების კონტროლი
  • ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია 
  • ჰიგიენური და ხარისხის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება 
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლიდერობა და სწორი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • 5 დღიან სამუშაო კვირას, შაბათ-კვირას დასვენება
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს წარმოების გუნდთან ერთად
  • კვებაზე -30% ფასდაკლებას
  • სამოტივაციო წახალისებებს

სამუშაო გრაფიკი: სრული (08:00-17:00) შაბათ-კვირა დასვენება

ლოკაცია: თბილისი, ბეჟანიშვილი ქ.4

ანაზღაურება : 2500 ლარი

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და კანდიდატებს აფასებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით; ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია.