საწარმოს საწყობის თანამშრომელი - ნედლეულის მიმღები
G&A Group აცხადებს საწარმოს საწყობის თანამშრომელი - ნედლეულის მიმღების ვაკანსიას.
G&A Group არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია „რერა“, „ხინდა“, “ნობათი”,რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია- მოვალეობა:
- საწარმოში ნედლეულის და შესაფუთი მასალების მიღება;
- მიღებული ნედლეულის ვიზუალური კონტროლი;
- ნედლეულის მიღების პროცესში კომპანიაში დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა;
- საწარმოს განყოფილებებისთვის საჭირო რაოდენობისა და სახეობის შესაფუთი მასალების ყოველდღიური გაცემა;
- მასზე მიბარებული მარაგების სიზუსტისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- წარმოების დასრულების შემდეგ ნაწარმოები პროდუქციის საწყობში გადაბარების უზრუნველყოფა;
- მარაგების მოძრაობასთან დაკავშირებული საჭირო აქტების წარმოება;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საწარმოში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
ლოკაცია: დიდი დიღომი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00 -18:00 სთ-მდე;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.