წარმოების დირექტორი
სარეკლამო საწარმო „დეიზი“ ეძებს წარმოების დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს საწარმოს ძირითად მიმართულებებს:
- გარე რეკლამის წარმოება და მონტაჟი
- პოლიგრაფია
პოზიცია მოიცავს 25–35 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვას და საწარმოო პროცესების დაგეგმვაზე, ეფექტიანობაზე, ხარისხსა და ვადებზე პასუხისმგებლობას.
მოვალეობები:- საწარმოო პროცესებისა და გუნდების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
- თანამშრომლებისა და რესურსების ეფექტიანი გადანაწილება;
- პროექტების ვადების, ხარისხისა და შესრულების კონტროლი;
- ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების დროული გადაჭრა;
- დანადგარებისა და საწარმოო პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მასალებისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
- სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
- წარმოების ეფექტიანობისა და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
- წარმოების ხელმძღვანელის, ტექნიკური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე 3–5 წლიანი გამოცდილება;
- საწარმოო პროცესებისა და გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ძლიერი ორგანიზაციული და ლიდერული უნარები;
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- სარეკლამო, პოლიგრაფიულ ან მსგავს საწარმოო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- Microsoft Office-ის ცოდნა.