წარმოების და მარაგების ბუღალტერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და მარაგების ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება)
ძირითადი ფუნქციები:
- სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაში;
- სასაქონლო მარაგების ნაშთების და შიდა გადაადგილების კონტროლი;
- საწყობის დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა დოკუმენტები);
- წარმოების პროცესის მონიტორინგი და პროდუქციის თვითღირებულების სწორი კალკულაცია;
- დამზადებული პროდუქციის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
- მენეჯმენტისთვის მარაგებისა და წარმოების სტატუსის პერიოდული ანგარიშგებები;
- საწყობების პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა (ყოველკვირეული და თვის ბოლოს);
- ინვენტარიზაციის შედეგების შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში;
- დოკუმენტაციის დაარქივირება;
- მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის და საგადასახადო შემოწმების დროს;
- მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის ძლიერი უნარები შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის;
- დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა.