ტრენერი, პრაქტიკოსი ბუღალტერი — Royal Finance Academy

Royal Finance Academy

ტრენერი, პრაქტიკოსი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"RFA" აცხადებს ბუღალტრების მიღებას.

"Royal Finance Academy" (RFA) აფართოებს ფინანსური განათლებისა და პროფესიული საბუღალტრო მომსახურების მიმართულებებს და თანამშრომლობისთვის იწვევს გამოცდილ ბუღალტრებსა და ფინანსების სპეციალისტებს აუთსორსზე.

"RFA"-ში შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ როგორც სასწავლო პროგრამების ტრენერი, ასევე დასაქმდეთ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურების მიმართულებით.

სასწავლო მიმართულებები:

"RFA"-ში მიმდინარეობს და ეტაპობრივად იხსნება ფინანსური მიმართულების პროფესიული პროგრამები:

  • ბუღალტერიის სრული პრაქტიკული კურსი;
  • საგადასახადო დეკლარირება და RS.GE;
  • Microsoft Excel — სრული პრაქტიკული კურსი;
  • ფინანსური მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი;
  • ხელფასების დარიცხვისა და საპენსიო შენატანების პრაქტიკული კურსი;
  • ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების პრაქტიკული მიმართულებები.

საბუღალტრო მომსახურების მიმართულება:

RFA ასევე ავითარებს კომპანიებისთვის აუთსორს საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, რის ფარგლებშიც ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებიც შეძლებენ:

  • კომპანიების მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას;
  • RS.GE-სთან მუშაობას;
  • ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვას;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას;
  • კლიენტ კომპანიებთან პროფესიულ კომუნიკაციას.

ვის ვეძებთ?

გვაინტერესებს როგორც ტრენერის გამოცდილების მქონე ბუღალტრები, ასევე ძლიერი პრაქტიკოსები, რომლებსაც სწავლების გამოცდილება ჯერ არ აქვთ, თუმცა სურთ RFA-ს გუნდთან ერთად პროფესიული განვითარება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მოქმედი საგადასახადო და საბუღალტრო პროცესების ცოდნა.

შესაძლებელია თანამშრომლობა ერთი ან ორივე მიმართულებით:

  • 1. RFA Academy — ტრენერი
  • 2. RFA Accounting Services — პრაქტიკოსი ბუღალტერი

"Royal Finance Academy" — ვქმნით ფინანსების პროფესიონალთა ძლიერ ქსელს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ