თრეიდ-მარკეტინგის სპეციალისტი
"მეგატექნიკა" უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Hisense, Samsung, Apple, LG, Simfer, Electrolux, Philips, Delonghi და სხვა.
მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს თრეიდ-მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ. #140.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიათა ქსელში ბრენდზონების, საგამოფენო სტენდებისა და BTL კონსტრუქციების განთავსების დაგეგმვა და მართვა;
- საერთაშორისო პარტნიორ ბრენდებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი ვიზუალური გაიდლაინების (Brand Guidelines) შესწავლა და საპრეზენტაციო სივრცეების სტანდარტების შეთანხმება;
- სარეკლამო სააგენტოებთან და მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობა: ტექნიკური დავალებების მომზადება, საფასო შეთავაზებების ანალიზი/შედარება და დამზადების პროცესის კონტროლი;
- ფილიალების პლანოგრამების შემუშავება და პერიოდული განახლება;
- კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან და თანამშრომლებთან კოორდინაცია სტენდების სწორი და დროული მონტაჟის უზრუნველსაყოფად;
- მაღაზიებში არსებული ვიზუალური მასალებისა და სტენდების მდგომარეობის პერიოდული მონიტორინგი (თბილისსა და რეგიონებში) და აღმოჩენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია რითეილის, თრეიდ-მარკეტინგის ან სარეკლამო სააგენტოს მიმართულებით);
- ინგლისური ენის ფლობა (პარტნიორ ბრენდებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმოებისთვის);
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (ჩაითვლება უპირატესობად).
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პროექტების მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გამოელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძეკდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა:
პირის მიერ რეზიუმის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.